სამეურნეო საქმიანობის ტიპი

სამეურნეო საქმიანობის ტიპი
თუ ენობრივი ერთობა ინარჩუნებს თავის ტრადიციულ სამეურნეო საქმიანობას, უფრო მეტია ალბათობა, რომ ამ საქმიანობას მონოლინგვური ჯგუფები განახორციელებენ, რაც ხელს უწყობს ენის შენარჩუნებას. გარდა ამისა, ერთი და იგივე საქმიანობით დაკავებული ადამიანები ენას თუ არა, შესაბამის შრომით ტერმინოლოგიასა და სხვა საჭირო ლექსიკას ინარჩუნებენ. ამის საპირისპიროდ, დაქირავებულ შრომაზე გადასული ადამიანები, ჩვეულებრვი, განსხვავებულ ენობრივ სიტუაციაში აღმოჩნდებიან ხოლმე.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002

Georgian encyclopedia. 2013.


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»